“ნიპას ვირუსის დეტალები – პანდემიის რისკი დაბალია ორი მთავარი ფაქტორის გამო” – არჩილ მარშანია

სამეცნიერო ჟურნალისტიკა ჩვენთან რო თრეშის დონეზეა კი არის გასაგები, მარა მაინც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი ამბავი:
ნიპას ვირუსზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება (იქნება ეს სტატია, სათაური თუ ვიზუალური მასალა) შემდეგი დეტალების დაზუსტების გარეშე, არის ლაიქებზე ნადირობა და ყვითელი სკანდალების შექმნა და წივილ-კივილი (თუ რაც ქვია). დეტალებს რაც შეეხება, შემდეგია: პანდემიის მაღალი პოტენციალი და არა ალბათობა: საუბარია პანდემიის თეორიულ შესაძლებლობაზე და არა მისი დაწყების მაღალ ალბათობაზე; ისტორიული კონტექსტი: მსგავსი ლოკალური აფეთქებები ადრეც დაფიქსირებულა; დაბალი რისკის მიზეზები: პანდემიის რისკი ჯერჯერობით დაბალია ორი მთავარი ფაქტორის გამო: მაღალი სიკვდილიანობა (ვირუსი მასპინძელს სწრაფად კლავს, რაც გავრცელებას უშლის ხელს); ადამიანიდან ადამიანზე გადადების სირთულე (საჭიროა ახლო კონტაქტი). ჯანმრთელობას გისურვებთ
პ.ს. წინასწარ ნუ ვინერვიულებთ, აზრი არ აქვს. რამე თუ იქნა რეალური, სხვა, სამეცნიერო წყაროებიდან და სხვანაირი ფორმით და ოფიციალური პირებისგან გავიგებთ,

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!