კრემლმა დაიჭირა რუსი ქალი, რომელიც თბილისში მოხალისეს სწერდა

რუსეთში გაასამართლეს რუსი ქალი, რომელიც თბილისში მყოფ მოხალისესთან მიმოწერაში იყო. კურსკის ოლქის მცხოვრები სვეტლანა ტოლკაჩოვა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას პროექტი „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, სისხლის სამართლის საქმის საფუძვლად დაედო ტოლკაჩოვას მიმოწერა თბილისის ერთ-ერთ მოხალისესთან, რომელსაც რუსული გამოძიება უკრაინის დაზვერვის თანამშრომლად მიიჩნევს. ტოლკაჩოვა 2022 წლიდან ფინანსურად ეხმარებოდა ორგანიზაციას Volunteers.Tbilisi და თავადაც გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას მოხალისედ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
„მემორიალის“ ინფორმაციით, ქალი პირველად 2025 წლის მაისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადმინისტრაციული პატიმრობის დროს იგი დროებით სახლში გადაიყვანეს, სადაც, წყაროს ცნობით, ФСБ-ის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს და აიძულეს, დაუკითხავად მოეწერა ხელი დაკითხვის ოქმისთვის. მოგვიანებით მისი ტელეფონიდან ამოღებული მასალები გამოძიებამ საქმის მტკიცებულებად გამოიყენა.
ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ტოლკაჩოვას რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად უთვალთვალებდნენ, რის შემდეგაც იგი უკვე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ამჟამად სვეტლანა ტოლკაჩოვა კურსკის СИЗО-1-ში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!