პაატა კურტანიძე – წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და ჩვენი მხრიდან, რომ წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ძალიან კმაყოფილი ვარ – შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო – ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას, – ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმებულ ფასებზე საუბარი არ ყოფილა.
კურტანიძის განცხადებით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ხოლო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები წარადგენენ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფება.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას.
შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.
წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ, ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, [ორჯერ მოხდა მისი გადავადება მაგრამ..] აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, სწორედ ამაზე მოვისმინეთ მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.
ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 უკვე რეფერენტული ფასია. იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში უმწვავესია. შეთანხმებულ ფასებზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

სალომე სამადაშვილი: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ