კაია კალასი – ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის – ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს

ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მომავლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ წინაშე არსებული კრიზისი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის. ეს ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს, ის სტრუქტურულია და არა დროებითი“, – განაცხადა კალასმა.
ასევე, მისი თქმით, ნატო „ძალის შენარჩუნების მიზნით უფრო ევროპული უნდა გახდეს“.
„ამის მისაღწევად ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატო-სთან თავსებადი იყოს. ნატო-სთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატო-ს მოედანზეა. ნატო რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებს საჭიროებების შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

სალომე სამადაშვილი: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ