შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია, გამორჩეული სიმპათიები არ გვაქვს, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ – იქ რომ მივალთ, არ გვინდა დაგვხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც გადაქცეული იქნება ომის პროექტად

ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია, ჩვენ მაინცდამაინც გამორჩეული სიმპათიები არ გვაქვს და რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ გვადარდებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გამორჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა არ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ევროკავშირი, რომლისკენაც ვისწრაფვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის დღევანდელმა ბიუროკრატიამ, ანტიქართული რიტორიკით და ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკის განხორციელებით, ერთადერთი რასაც მიაღწია, ევროკავშირის დაზიანებაა.
“ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატები, მათ მიმართ, ვინც უარს აცხადებს დაქვემდებარებაზე, მდაბიო ხასიათის „ბწკენებით“ არიან დაკავებული. ევროპელი ბიუროკრატების სახით, საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ ხალხთან. იმდენად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამასაც, რომ საბოლოო ჯამში, აზიანებენ თავის თავს. ანტიქართული რიტორიკით და ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკის განხორციელებით, ერთადერთი, რასაც მიაღწიეს, არის ევროკავშირის დაზიანება. ეს გვაწუხებს ჩვენ. ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ მაინცდამაინც გამორჩეული სიმპათიები არ გვაქვს. რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ გვადარდებს ორი რამ – ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გამორჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა არ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და მეორე – არ დააზიანოს ევროკავშირი, როლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ამ ბიუროკრატიის ხელში არა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუციების წამყვან პოზიციებზე მოვლენ ევროპელები, პატრიოტები და ევროპელ ღირებულებებზე მყოფი ადამიანები, მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იქ რომ მივალთ, არ გვინდა, რომ დაგვხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც მშვიდობის პროექტიდან გადაქცეული იქნება ომის პროექტად. ამას ვუყურებთ დღეს ჩვენ, გამალებული შეიარაღებით. მშვიდობისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ომზე საუბრობს ყოველ მეორე დღეს, იქ ვინ დაესხმება თავს, ესენი როგორ მოიგერიებენ,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

სალომე სამადაშვილი: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ