გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტროტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ