– იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე – დრო იწურება!

იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე – დრო იწურება! – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
„როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“, – აცხადებს -ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)