მარკო მიხელსონი თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე – თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის კედელზე -სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს,

„თუ მართალია, რომ -ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტოს ჩამოკიდებას, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, – წერს მიხელსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ტრამპი-პუტინის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული. მისი ინფორმაციით, ფოტო ახალია და აქამდე საჯაროდ არ გამოფენილა.

ასევე დაგაინტერესებთ