ბავშვები „ინსტრუმენტებად“ და გაშიფრული სქემა – მაღაზიების ქურდობის ბრალდებით “ორგანიზებული ჯგუფი” დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გაშიფრა. დაკავებულია 6 პირი, მათ შორის დანაშაულებრივი სქემის ლიდერი და მოვაჭრეები, რომლებიც ნაქურდალ ნივთებს იბარებდნენ.

გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფის ლიდერი მაღაზიების ქურდობისთვის სისტემატურად იყენებდა არასრულწლოვანებს, მათ შორის იმ მოზარდებსაც, რომლებსაც პასუხისმგებლობის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

როგორ მუშაობდა კრიმინალური სქემა?

-ს მიხედვით, დანაშაულებრივი იერარქია მკაცრად იყო გაწერილი:

ჯგუფის ლიდერი არასრულწლოვანების გადაადგილებასა და ობიექტების შერჩევას თბილისსა და რეგიონებში თავად უზრუნველყოფდა.

მოზარდები მაღაზიებიდან დიდი ოდენობით თანხას, ალკოჰოლურ სასმელებს, სიგარეტსა და სურსათს იპარავდნენ.

ნაქურდალ პროდუქციას წინასწარი შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასში, თბილისში, სადგურის მოედანთან, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აბარებდნენ.

-ს აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ფული და სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქცია უკვე ამოიღეს. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

მოსალოდნელი სასჯელი

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ნაქურდლის შეძენა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსკ-ის 177-ე და 186-ე მუხლები). დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს ამბობს, რომ აგრძელებს მუშაობას სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისთვის. უწყების განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა პრიორიტეტია და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ