კირ სტარმერი – დიდ ბრიტანეთს -სა და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს

დიდ ბრიტანეთს -სა და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ჩინეთში გამგზავრებამდე Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაღიზიანებას და მასთან ურთიერთობების გაუარესებას არ გამოიწვევს.
„მთხოვენ, რომ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ. ჩვენ აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. თუმცა, ჩინეთის იგნორირება, მაშინ როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და ბიზნეს შესაძლებლობები არსებობს, სულელური ნაბიჯი იქნებოდა“, – აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერი პეკინში დღეს გაფრინდება. ეს ჩინეთში ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას