„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ საქართველოში სამწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის დანიშნვნას.
„როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის“, – თქვა მაჭარაშვილმა.
„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომთან, მშვიდობასთან, პარტნიორობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იგივეა. ან რატომ გაიწვიეს საქართველოდან ელჩი“?! – იკითხა განაცხადა მან.
„კი ბატონო. ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით“, – თქვა მან და განაცხადა, რომ ზელენსკის ეს „აქამდეც უნდა გაეკეთებინა“.
· უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა მიხაილო ბროდოვიჩი. კიევს თბილისში ელჩი 2022 წლიდან არ ჰყავდა.
· ზელენსკის ბრძანება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ 2026 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდა.
· უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. 2015-2022 წლებში იყო უკრაინის ელჩი სლოვენიაში.
„მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოწოდებებზე საუბარი „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად წამოიწყო.
საქართველოს მთავრობის წევრები უკრაინის მთავრობის წევრებს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“ სდებდნენ ბრალს.




