ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა.
საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი მიხაილო ბროდოვიჩი იქნება.
ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამის ბრძანება უკრიანის პრეზიდენტის ოფისის გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრიანას საქართველოში ელჩი 4 წელი არ ჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია. ამის მიზეზად საქართველოდან „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“ დაასახელა.
2023 წლის ივლისის შემდეგ უკრაინაში ელჩი არც საქართველოს ჰყავს. 2023 წლის 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო პროტესტი გამოუცხადეს. უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ელჩმა აღნიშნულიდან ორი დღეში დატოვა.