7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს. მათ სხდომაზე გაიხსენეს, როგორ არბევდა სპეცრაზმი მოქალაქეებს და რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს.
“კორდონი იყო პოლიციელების და რობოკოპების, საიდანაც განხორციელდა ჩემს მიმართ გასროლა და დავიჭერი… ფეხში რომ მომხდა, რამდენიმე მეტრზე გადამაგდო. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე და მარცხენა ფეხზე მთლიანად წვივის ძვალი დამემსხვრა და რბილი ქსოვილი მთლიანად გაგლეჯილი იყო. ხორცზე ეკიდა ფეხი. რეზინის ტყვია ამას, რა მანძილიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ დაწვავდა.” – ამბობს მოწმე, ნიკოლოზ დიდიშვილი.
მოწმის ჩვენებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
“ეს დაზიანებები რა ბრძანების საფუძველზე იქნა საერთოდ გამოყენებული, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი თუ ა.შ. ამ საქმის ფარგლებში გამოკვლეული არ არის. გზები ჩახერგილი არ იყო, არსებობდა კონკრეტული მიმართულებები, რომელ მიმართულებებზეც იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და რუსთაველის ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ მომიტინგეებს,” – აცხადებს ბექა ბასილაია.
სხდომას დისტანციურად დღეს არ ჩაერთო საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა.
სააკაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საუბარია 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს