შეთანხმება საუდის არაბეთის საფეოსთან – საკოორდინაციო საბჭო საქართველოსა და არაბეთის სამეფოს შორის

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება.

შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ, 24 იანვარს გაიმართა. საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და მეგობრობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, აგრეთვე ტურიზმის, ხალხთაშორისი და კულტურული მიმართულებით.

თუმცა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2022 წელს იქნა მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი