ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი, მიხაილო ბროდოვიჩი, დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი, მიხაილო ბროდოვიჩი, დანიშნა – შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა და ის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა
💬 „დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“ | ნათქვამია 2026 წლის 26 იანვრით დათარიღებულ განკარგულებაში
🔻 ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი, 2022 წლის 1 მარტს გაიწვია და თქვა, რომ ამის მიზეზი „მოხალისეების [უკრაინაში] არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით [საქართველოს] ამორალური პოზიცია“ გახდა.