რუსთავი 2: ვეთანხმებით პრემიერის პოზიციას, ვაცხადებთ მზაობას, ეთერი გაიხსნას დისკუსიისთვის

სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია რუსთავი 2 აცხადებს, რომ მზად არიან ეთერი გახსნან დისკუსიისთვის, მათ მიერ შერჩეული “ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით.”

“პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის შემდეგ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საზოგადოებაში დებატების, ჯანსაღი დისკუსიის არსებობის აუცილებლობაზე – ჩვენი არხი აცხადებს, რომ სრულად ვეთანხმებით პრემიერის პოზიციას და ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ეთერი გაიხსნას დისკუსიისათვის ჩვენ მიერ შერჩეული ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით, რასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას.” – წერია რუსთავი 2-ის განცხადებაში.


22 იანვარს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს”, უნდა მისცენ საშუალება, “საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს”. მისივე თქმით, უნდა დააბრუნონ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია