მარკ რუტე: თუ ვინმე აქ კვლავ ფიქრობს, რომ ევროკავშირს ან ევროპას შეუძლია თავის დაცვა -ის გარეშე, განაგრძეთ ოცნება

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროკავშირს -ს გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია.
ამის შესახებ რუტემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა იმ ფონზე, როცა ბევრი ევროპარლამენტარი შეშფოთებულია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აგრესიული რიტორიკით ევროპის მიმართ.
„თუ ვინმე აქ კვლავ ფიქრობს, რომ ევროკავშირს ან ევროპას შეუძლია თავის დაცვა აშშ-ის გარეშე, განაგრძეთ ოცნება. თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. რატომ გვჭირდება ერთმანეთი? მე გეტყვით – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აშშ-საც სჭირდება ნატო… ისინი ნატოში იმისთვისაც არიან, რომ აშშ დარჩეს უსაფრთხოდ. სხვათა შორის, არქტიკის რეგიონი ამის დასტურია. მათ სჭირდებათ უსაფრთხო არქტიკა. მათ სჭირდებათ თქვენი ატლანტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მათ ასევე სჭირდებათ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მარკ რუტემ.