“ოცნება” პროდუქტზე ფასებს ახალი კანონებით დააარეგულირებს

“ოცნება” პროდუქტზე ფასებს ახალი კანონებით დააარეგულირებს – ამის შესახებ დღეს მედიასთან ირაკლი კობახიძემ დააანონსა.

“ოცნების” პრემიერის თქმით, ფასების ზრდის მექანიზმების შესწავლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და საბოლოო გადაწყვეტილებები სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, აპრილში იქნება მიღებული.

პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ კარტერულ შესაძლო გრიგებებს, ამაზე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს, სხვათაშორის, შეხვედრა ჩვენს ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც სწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციებს. ჩვენ არ გვინდა, ბუნებრივია, ნაჩქარევ დასკვნები გავაკეთეთოთ, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტერულ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტების გაკეთებას. 

კიდევ ერთხელ, ჩვენ, მთავარია, მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. 

მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი და ამის საფუძველზე, მათ შორის, ჩვენ შეიძლება, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, – ამბობს .  

ირაკლი აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, “ოცნების” პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს.