მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, ისევ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო

26 იანვარს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ყუბანის სლავიანსკში „უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები ჩამოცვივდა ორი საწარმოს ტერიტორიაზე, დაშავდა ერთი ადამიანი“ და ხანძრები გაჩნდა.

შტაბს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი საწარმო, სადაც ხანძარია, ქალაქ ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ეს ქალაქი კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანიის საიტის თანახმად, წელიწადში ოთხ მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის დეკემბერშიც.

დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.

ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

თავის მხრივ, რუსეთის არმია განაგრძობს უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას. უკრაინაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ