თენგიზ შარმანაშვილი: ჯეი დი ვენსი ჩამოდის მშვიდობის გასამტკიცებლად და ამიტომ ვერ მოხვდა საქართველო მის მარშრუტში

ჯეი დი ვენსი ჩამოდის მშვიდობის გასამტკიცებლად და ამიტომ ვერ მოხვდა საქართველო მის მარშრუტში – რაც შეეხება ტრანზიტს, დარწმუნებული ვარ, თავისი რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრისას, ჩამოყალიბდება ამ საკითხში საქართველოს როლზეც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი რაოდენობით ტვირთებზეა ლაპარაკი, ზანგეზურის დერეფანი ვერ გაატარებს და საქართველო მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი.

“ეს არც არის მისი ამოცანა და იმიტომ ვერ მოხვდა [საქართველო ჯეი დი ვენსის მარშრუტში]. ძალიან კარგად იცით, რომ ის ჩამოდის მშვიდობის გასამტკიცებლად. ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ სურს მის მიერ დარეგულირებული საკითხები იყოს დროებითი და სურს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაიჭრას ეს საკითხები. რა თქმა უნდა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი ურთულესი კონფლიქტი მთელს მსოფლიოში. ვინ აღარ ჩაერია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ბევრი ფორმატი შექმნა თავის დროზე და ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგეს. ჩაცხრებოდა ეს კონფლიქტი და გაღვივდებოდა. რა თქმა უნდა, -მ მართლა სერიოზული ნაბიჯები გადადგა, ტრამპს მართლა დიდი დამსახურება აქვს ამ საკითხში და რა თქმა უნდა, ის გაუფრთხილდება ამას და მის განმტკიცებაზე იმუშავებს. ჰე დი ვენსის ჩამოსვლაც ამ განმტკიცებას ემსახურება და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი მეზობლები რაც უფრო მშვიდობიანად იქნებიან ერთმანეთთან, რეგიონის განვითარება უფრო პერსპექტიული იქნება…

სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ფუნქციასა და ყველაფერზე გვექნება საუბარი, შესაბამისად, გვექნება წინადადებები. მზად ვართ და ღია ვართ ამ წინადადებისთვის. როგორც კი ჩვენს პარტნიორებს ექნებათ შესაბამისი შემოთავაზებები, ის მყისიერად იქნება განხილული. ყველამ ძალიან კარგად იცის და ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით, რომ ისეთი რაოდენობით ტვირთებზეა ლაპარაკი, ზანგეზურის დერეფანი ვერანაირი განვითარებით ვერ გაატარებს. საქართველო მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი. დარწმუნებული ვარ, აშშ თავისი რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრისას, ჩამოყალიბდება ამ საკითხში საქართველოს როლზეც. ახლა ვთვლი, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. რა თქმა უნდა, თავისი წინადადებებს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვრის გარეშე შემოგვთავაზებს. ტრამპს ეს ახასიათებს. როცა მზად იქნება გვეტყვიან. ჩვენც მზად ვიქნებით ამ ურთიერთობაში,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია „ფრიქსის“ დირექტორი: უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი წილი აიღეს დიდმა ქსელებმა, რომლებიც ბაზარს წესებს კარნახობენ, მწარმოებლებს კი მათი შესრულება გვიწევს – ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს

ქეთი მოლაშვილი: თანამშრომლის გარდაცვალებით შეძრული ორგანიზაციები, ასე არ წერენ და თუ მის თანამშრომელს, იარაღით მკვდარს იპოვიან, სულ მცირე წერენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რომ საქმე სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა