ივა ჭყონია: ფასების საკითხში სუსის ჩართულობა, სავარაუდოდ, დაშინებას ემსახურება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ფასების ზრდისა და შესაძლო კარტელური გარიგებების საკითხზე სუსის ჩართვა არასწორი და ზედმეტია, რადგან ფასების სტაბილურობასა და კონკურენციის დარღვევებზე პასუხისმგებელი შესაბამისი ეკონომიკური ინსტიტუტებია.

მისი თქმით, მსგავსი ძალოვანი ჩარევა, მისი შეფასებით, უფრო დაშინებას ემსახურება, ვიდრე ფასების რეალურ შემცირებას.

ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე დგომა ისჯება ციხით, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყურადსაღები რაც არის, რომ ფასების სტაბილურობაზე ქვეყანაში პასუხისმგებელი არა სუსი, არამედ არის ეროვნული ბანკი, რომელიც საერთოდ პროცესში არ არის ჩართული და თუ რამე დანაშაულია კონკრეტული, კარტერული ან რაღაც გარკვეული გადაცდომაა, ამაზე პასუხისმგებელია კონკურენციის სააგენტო. ამიტომ, აქ რაღაც ზედმეტი ხელოვნური ჩარევა -ს და განსაკუთრებით სუსის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება დაშინებას და არ ვიცი, ვნახოთ მომავალში ეს რას მოიტანს. ყოველ შემთხვევაში, ეს ფასების დაწევასა და სტაბილურობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად არ აისახება, – ამბობს ივა ჭყონია.

აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, “ოცნების” პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: თანამშრომლის გარდაცვალებით შეძრული ორგანიზაციები, ასე არ წერენ და თუ მის თანამშრომელს, იარაღით მკვდარს იპოვიან, სულ მცირე წერენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რომ საქმე სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა