
ასევე, ამავე ბრალდებით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, დააკავეს ოპოზიციის ლიდერები:
ნიკა გვარამია,
ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე,
გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და
მამუკა ხაზარაძე. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო 4 სექტემბერს დატოვეს, ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვა. 23 იანვარს გათავისუფლდა
გიორგი ვაშაძე. თარგამაძის გათავისუფლების შემდეგ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში დარჩებიან
ნიკა გვარამია,
ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.