ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„არ სურთ მოსახლეობისთვის სოციალური ფონის გაუმჯობესება იმისათვის, რომ მღვრიე წყალში თავად შეძლონ თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს