: გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან – ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით

გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან, ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით. ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.

,,გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან! ავღანეთში 457 დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაშავდა და ისინი ერთ-ერთი ყველაზე დიადი მებრძოლები იყვნენ. ეს კავშირია, რომელიც ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ გაწყდეს. გაერთიანებული სამეფოს მებრძოლებს, უდიდესი გულისა და სულის მქონეებს, თანატოლები არ ჰყავთ (-ის გარდა!). ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით,” – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ნატო-მ ავღანეთში რამდენიმე ჯარისკაცი გაგზავნა და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ცოტა უკან დარჩნენ”, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის ეს განცხადება “შეურაცხმყოფელი” და “საშინელია”.

ასევე დაგაინტერესებთ