კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს მცხეთასა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები გადაეცა

მთავრობამ საპატრიარქოს მცხეთასა და ლანჩხუთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა. საუბარია მიწის ნაკვეთებზე. შესაბამის განკარგულებებს ხელი ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 20 იანვარს მოაწერა.

საპატრიარქოს გადაეცა 5 486 კვ.მ მიწა ცხვარიჭამიაში 49 წლით:

  • მთავრობის N115 განკარგულების თანახმად, საპატრიარქოს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე 5 486 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქონება გადაცემულია უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წელი.

ასევე ლანჩხუთის ქონება 1 ლარად საკუთრებაში

  • N116 განკარგულებით, მთავრობამ ეკლესიას საკუთრებაში გადასცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე აქტივები. საუბარია სოფელ ხაჯალიასა და ნიგვზიანის მიმდებარედ არსებულ 443.00 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 1 შენობა-ნაგებობაზე. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სიმბოლურ 1 ლარად.

ორივე განკარგულებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.