გიორგი შარაშიძე: მზაობას გამოვხატავთ დებატებისთვის – გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ , გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ხვდებით

გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ  – გიორგი გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ამას თავადაც კარგად ხვდებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, დებატებში მონაწილეობაზე „საუბარი ცოტა ადრეა”.

შარაშიძე აღნიშნავს, რომ პარტია წლების განმავლობაში “იმედისგან” გახარიასთვის დებატების გახსნას ითხოვდა, რაც ადასტურებს იმას, რომ „თუ ვინმე არის მთავარი ოპონენტი, ვისგანაც სიმართლის მოსმენა არ სურთ, ეს არის, პირველ რიგში, გიორგი გახარია”.

ამასთან, შარაშიძე ამბობს, რომ მისი პარტია დებატებში მონაწილეობაზე ნებისმიერ შემთხვევაში მზაობას გამოხატავს, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ “ქართული ოცნების” წევრები მათ დებატებში „დაუსხდებიან”.

„ყველაფერს გააკეთებენ, რომ დებატების ფორმატი იყოს პირველ რიგში, მათთვის კომფორტული – მათი ტელევიზია, მათი ექსპერტები, მათი სატელიტური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ის სპიკერები, ვინც არიან რეალურად პასუხისმგებლები, მაგალითად, , კალაძე არ გამოუშვას და გამოუშვას მეორადი კატეგორიის სპიკერები. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაც არ უნდა თავსმოხვეული

ფორმატი იყოს „ოცნების” მხრიდან, დებატებში მონაწილეობა მივიღოთ, იმისათვის რომ „ოცნებას” საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ, რა არის სიმართლე და ხალხს გავაგებინოთ, რომ მთელი მათი პროპაგანდა არის ტყუილებზე, ცილისწამებაზე, ზღაპრებზე აგებული. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი დებატებში დაგვისხდებიან, რადგან თუ ვინმესი ეშინია „ოცნებას” დღეს, პირველ რიგში, ეს არის გახარია და მისი გუნდი, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მზაობას გამოვხატავთ დებატებისთვის,” – განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე