ზელენსკის წერილით მიმართავენ „სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად”

უკრაინის პრეზიდენტს, ს, უმაღლეს რადას და უკრაინის სახალხო დამცველს საქართველოდან თხოვნით მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. წერილზე ხელმოწერების შეგროვება 24 იანვარს თბილისში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. საბოლოოდ, ის კიევში გასაგზავნად საქართველოში უკრაინის საელჩოს გადაეცემა.
წერილის ხელმომწერები უკრაინის ხელისუფლებას სთხოვენ, მიმართონ უკრაინის პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს ს მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები.
ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ქართული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ს თაოსნობით ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი.
2024 წლის არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და გარდამტეხი მომენტი მისი ევროპული მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის ს პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის უმნიშვნელოვანესი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. გთხოვთ მიმართოთ უკრაინის პროკურატურას დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი”, – ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერები არიან მხატვარი გია ბუღაძე, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, მსახიობი კახა გოგიძე, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, მიწათმომწყობი ივერი მელაშვილი და სხვ. წერილს შეუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი კიდევ სამ საქმეში აქვს წარდგენილი.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში”, სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.