“ეს სუპერმარკეტები კიდევ რაც დღესაა სულ მაგათია, ხომ არ გგონიათ რომ ვინმე სხვისია ან ჩვეულებრივი ადამიანისაა – ისევ მაგათია, ნაცებისაა ყველაფერი. ეს ყველაფერი დაუტოვეს – არ შეხებიან მაგათ და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ეს ფასები ძვირი იყოს და ისიც და ესეც. მაგრამ მოგეხედებათ თქვენც!” – ამბობს “ოცნების” პროპაგანდისტი უცნობი გადაცემაში.
2025 წლის 25 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში სურსათის პროდუქტი უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში და აღნიშნული კომპანიების მოგების მარჟას დააბრალა. მან შსს-სა და სუს-ს მოუწოდა, რომ საკითხი შეისწავლოს: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს” – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ კი სუს-ი და ფინანსთა სამსახური რამდენიმე ქსელურ მარკეტში და სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გამოძიების ფარგლებში ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტები.




