რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციაზე მივიდა , რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატავენ პროტესტს.

აქციას შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საპროტესტო პლაკატები წარწერით: „სად უნდა თქვათ, ტროტუარზე დგომისთვის ხალხი დავიჭირეო?”

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ