არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ვარაუდობს, რომ დებატების თემა შემთხვევითი არ არის და ის არც ირაკლი კობახიძეს არ მოუფიქრებია.
მისი თქმით, ყველას მოუწევს გაახმოვანოს და გამართლება სცადოს ქვეყნისთვის იმ დამღუპველი არჩევანის, რომელიც აირჩია “ოცნებამ“ და საპატრიარქოს რუსულმა ჯგუფმა.
ვფიქრობ, დებატების თემა შემთხვევითი არ არის და არც კობახიძეს მოფიქრებულია. ყველას მოუწევს გაახმოვანოს და გამართლება სცადოს ქვეყნისთვის იმ დამღუპველი არჩევანის, რომელიც აირჩია “ოცნებამ“ და საპატრიარქოს რუსულმა ჯგუფმა. არც ბიძინას და არც რუსეთს არ აწყობს მოსაყდრის, ჯაღმაიძის და ბოტკოველის ფარული მხარდაჭერა, მათ უნდა გაახმოვანონ, რომ ბიძინა და რუსეთია მართმადიდებლობის და მშვიდობის მცველები. როგორც ეს აღიარა და ხალხს განუცხადა რუსეთის პატრიარქმა, რომ ძლივს ეღირსა რუსეთს ჭეშმარიტად მართლმადიდებელი პრეზიდენტი პუტინი.
არქიმანდრიტი ილია მოსაყდე შიომ იმისთვის განაყენა მღვდლობიდან, რომ ეგზარქოსი უწოდა, ვფიქრობ რუსეთს არ მოსწონს, როცა მისი მომხრეები მალავენ რუსეთისადმი თავიანთ სიმპათიას. ამიტომაც მოუწევს მოსაყდრეს ხმამაღლა იძახოს დიდება რუსეთს, და თუ ამას არ გააკეთებს მისი მომავალი ბნელი იქნება. სრულიად ბნელი,- წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს – “ოცნების” პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.




