გიორგი ვაშაძე – დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ!

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ. პარლამენტში როდესაც ვეუბნებოდით ფასები მაღალიაო, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! კრიმინალს მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით. აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე გაიმარჯვებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია