ირაკლი : ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან…

“ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელსაც გადის ევროპა უკვე 2008 წლიდან. 2008 წელს 30% იყო ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში და 2024 წლის ბოლოსთვის 17,5%-მდე შემცირდა. მალე გამოქვეყნდება 2025 წლის მონაცემები და სავარაუდოდ, ეს წილი 17%-მდე იქნება შემცირებული. ეს აჩვენებს იმ მძიმე ტენდენციებს, რომელიც არის ევროპაში. იგივე ეხება პრობლემებს, რაც არის ევროპის კონტინენტზე იდენტობის თვალსაზრისით და იგივე პრობლემები უკავშირდება სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. აქაც არის სერიოზული უკუსვლა. ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა -ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს და რაც მთავარია, კვლავაც მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, — თქვა ირაკლი კობახიძემ „იმედის” ეთერში.