დიმიტრი ცქიტიშვილი: მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოსწყინდა მონოლოგების მოსმენა და ახლა პოლიტიკური ჯახისა და სეირის ყურება მოუნდა, დემოკრატიული დებატი ვერ შედგება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი:
დემოკრატიული დებატები არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოწყობილი სატელევიზიო შოუ.
დებატი შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა მხარეები ერთ სივრცეში არ იკვეთებიან, ზუსტად ისე, როგორც დღეს ხდება საქართველოში: ყველა საკუთარ სივრცეში საუბრობს და მიმდინარეობს ვირტუალური დებატი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
არის ეს ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური კლიმატისთვის რაიმე მომტანი? ცალსახად არა!
როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციას ჩაუკეტა მის მიერ კონტროლირებადი მედია სივრცე, თავადაც არ მიდის კრიტიკულ მედიაში, როდესაც ოპონენტების დემონიზებას ახდენ ფეიკ-პროპაგანდით, აჯარიმებ ან აპატიმრებ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვისთვის; როდესაც მიტაცებულია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ასეთ პირობებში დებატების ინიცირება არის პლურალისტური დემოკრატიის სიმულაციის მცდელობა და არაფერი სხვა — ანუ თაღლითობა/დემაგოგია.
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოსწყინდა მონოლოგების მოსმენა და ახლა პოლიტიკური ჯახისა და სეირის ყურება მოუნდა, დემოკრატიული დებატი ვერ შედგება.
თუ „ოცნებას“ მართლა უნდა დემოკრატიული პოლიტიკური დებატის განახლება, მაშინ როგორც მინიმუმ:
• ეს უნდა გახადოს პოლიტიკური პროცესის თანმდევი, განგრძობითი პროცესი;
• დებატის მონაწილე არ უნდა განსაზღვროს მართველმა ძალამ;
• დებატი ორიენტირებული უნდა იყოს საკითხების კრიტიკულ გააზრებაზე და არგუმენტებზე;
• პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური;
და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი უნდა იყოს ნორმალიზებული!!!
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება სიმულაცია! და მაგაზე უკეთესი დებატი (თუნდაც ვირტუალური) უკვე გვაქვს!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება