მედია: საბჭოთა ჩინეთის მოდელი – ასე აღწერენ იურისტები შესყიდვების ახალ სისტემას – ვინ ჩაატარებს ტენდერებს?

2 მილიარდი ლარის შესყიდვები ერთი უწყების ხელში მოექცევა – კობახიძემ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შექმნა. თუ აქამდე სამინისტროები, მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე აცხადებდნენ შესყიდვებს, ახლა საქმეს ახალი უწყება გადაიბარებს. შესყიდვების სააგენტო ქვეყანაში ისედაც გვქონდა, კონსოლიდირებული ანუ საერთო ტენდერებიც ტარდებოდა, ამიტომ ჩნდება კითხვა, რაში გვჭირდება შემსყიდველი ორგანო ცალკე? სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი აღარავის ენდობა, ბიუჯეტის ფულზე მინისტრებს ან სხვა ჩინოვნიკებს ხელი რომ არ წაუცდეთ, სხვა გამოსავალი ვერ ნახეს.

ცენტრალური შემსყიდველი ორგაო 2 მლრდ საქონელს და მომსახურებას შეისყიდის წლიურად, სავარაუდოდ გაჩნდება მსხვილი ახალი შესყიდვები და ისედაც მონოპილიურ ბაზარზე, სულ უფრო გაქრება პატარა კომპანიები, ბიუჯეტის ფული კი ისევ მსხვილი ბიზნესების ხელში გაივლის. ამ შესყიდვებს მონიტორინგსაც იგივე უწყება გაუწევს, ანუ გააკონტროლებს ხარჯებს.

საბჭოთა ჩინეთის მოდელი – ასე აღწერენ იურისტები შესყიდვების ახალ სისტემას, რომელსაც თითქოს მიზნად კორუფციასთან ბრძოლა აქვს, მაგრამ შედეგის მოტანა არ შეუძლია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ მეარაყიშვილი: 11 დღე გავატარე ციხეში შიმშილობაში და მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა, მაგრამ არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან, მხოლოდ ტრანსპორტირება მოხდა ერგნეთიდან და აღარავინ დაინტერესებულა

ირაკლი კობახიძე: დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით – ვისაც დავალება არ აქვს, ყველასთან მზად ვართ, დისკუსიისთვის – არაუგვიანეს ორი კვირისა, ფორმატები უნდა არსებობდეს და შედგეს პირველი დებატები