ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
„ფორმულა“ მზად ვართ კობახიძის და ნებისმიერი მოწინააღმდეგის დებატების სამასპინძლოდ.
კობახიძე რისთვისაა მზად, ან მანდვე გამოჩნდება, ან აქვე“, – წერს ის.
ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დიპ სტეიტმა“ „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მეშვეობით საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
ის წერს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსია უნდა დააბრუნონ.
ოპოზიციური არხების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ „ოცნების“ წევრები მათ ეთერებში სტუმრობას არ თანხმდებიან. ოპოზიციის წევრები კი იმას ამბობენ, რომ პროსახელისუფლებო არხები მათ ეთერებში არ იწვევენ.




