გერმანიის მთავრობამ რუსი სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა – ინფორმაციას გერმანული მედია, DER SPIEGEL ავრცელებს და წერს: “რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების შემდეგ, გერმანიის ფედერალური მთავრობა რეაგირებს: ჯაშუშობაში ბრალდებულმა ოფიცერმა, რომელიც დიპლომატად იყო შენიღბული, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს გერმანია”




