ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს

ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა.
„ჩინეთი ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კავშირშია და ვითარების განსამუხტად პოზიტიურ ძალისხმევას იჩენს“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ წითელი ზღვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენს და ბოლოდროინდელი ესკალაციით ჩინეთი შეშფოთებულია.
„ჩინეთი სამოქალაქო გემების შევიწროებისა და მათზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს და ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდებს, რომ რეგიონში ცეცხლის გაღვივებას მოერიდონ და წითელ ზღვაში სავაჭრო მარშრუტის უსაფრთხოება ერთობლივად უზრუნველყონ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას