ბაკურ კვაშილავა: გავრცელებული სტერეოტიპის – ბიძინა ივანიშვილს და ქოცნებას არასდროს მოსდის შეცდომები და ყველას ჭკუაში უგებს უკვე ბევრს აღარ სჯერა!

ბაკურ კვაშილავა „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი:

გავრცელებული სტერეოტიპის — ბიძინა ივანიშვილს და ქოცნებას არასდროს მოსდის შეცდომები და ყველას ჭკუაში უგებს უკვე ბევრს აღარ სჯერა!
თანდათან გაიაზრა უმრავლესობამ, რომ ჩვენგან ამოღებული ფულით საკუთარი პროპაგანდისა და რეპრესიული უსამართლობის დაფინანსება და ამის ხარჯზე სკამს ჩაბღაუჭება დიდ ჭკუას არ მოითხოვს.
მაგალითი:
ვისაც არასდროს გეზარებათ ოპოზიციის ერთ დაცდენილ ნაბიჯზე მასხარაობა, როგორ შეაფასებთ პრემიერის ბრძნულ დასკვნას, რომელმაც გუშინ გვაცნობა, რომ რაც უფრო მეტი მარკეტია, მით უფრო მაღალია ფასები?
ანუ… მეტი კონკურენცია = მაღალ ფასებს
აი ახლა გაანალიზეთ და იქილიკეთ და გაიაზრეთ — ესენი “მართავენ” ქვეყანას და ამათ უნდა ვუმადლოდეთ “მშვიდობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ