მედია: როგორ ინგრევა მსოფლიო წესრიგი და რა ელის საქართველოს?

დღეს ვხე­დავთ “წე­სებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის” ნგრე­ვას, სა­დაც მრა­ვალ­მხრი­ვი დიპ­ლო­მა­ტია ად­გილს უთ­მობს “დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას”. ფაქ­ტია, ამ პრო­ცე­სის მთა­ვა­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ტრამ­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­ზია – თუკი ადრე ნატო ან ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ურ­ყევ მო­ცე­მუ­ლო­ბად ით­ვლე­ბო­და, დღეს ისი­ნი “კლი­ენ­ტურ” და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბად იქცა, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია პარტნი­ო­რის მიერ გა­ღე­ბუ­ლი კონ­ტრი­ბუ­ცი­ი­სა. სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის ეს ერო­ზია ნათ­ლად ჩანს ტრამ­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ, სა­დაც ის აქ­ცენტს აკე­თებს არა აგ­რე­სო­რის შე­კა­ვე­ბა­ზე, არა­მედ რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­ზე. ევ­რო­პა კი იძუ­ლე­ბუ­ლია გა­მო­ვი­დეს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი” მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რა­საც -ის უსაფრ­თხო­ე­ბის ქოლ­გა უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სას­წრა­ფო გა­და­ფა­სე­ბა იმის აღი­ა­რე­ბაა, რომ ამე­რი­კუ­ლი “ლი­ბე­რა­ლუ­რი ჰე­გე­მო­ნია” დას­რულ­და და მსოფ­ლიო მულ­ტი­პო­ლა­რულ ანარ­ქი­ულ სის­ტე­მა­ში გა­და­ვი­და.

  • ამ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გრენ­ლან­დი­ის სა­კი­თხიც კი, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით აბ­სურ­დუ­ლად ჩან­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კლა­სი­კუ­რი რე­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ტრამ­პის სურ­ვი­ლი, იყი­დოს ან გა­ა­კონ­ტრო­ლოს ეს ტე­რი­ტო­რია, პირ­და­პირ ეხ­მი­ა­ნე­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ლო­გი­კას, სა­დაც ტე­რი­ტო­რი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და რე­სურ­სე­ბი უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე მო­კავ­ში­რე­ე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი.

ეს არის სიგ­ნა­ლი, რომ არ­ქტი­კა ხდე­ბა დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ფრონ­ტი, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი უკან იხევს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­შე. ანა­ლო­გი­უ­რი სი­ხის­ტე იკ­ვე­თე­ბა ვე­ნე­სუ­ე­ლას სა­კი­თხშიც, სა­დაც ვა­შინგტო­ნი აღარ ერი­დე­ბა მკაც­რი ძა­ლი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ით რე­ჟი­მე­ბის მარ­თვის მცდე­ლო­ბას, რაც კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლის­მი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის ეპო­ქა დაბ­რუნ­და. ამას ემა­ტე­ბა ირა­ნის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კაც­მა არ იცის, რო­გორ მოგ­ვარ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ანარ­ქი­ულ სამ­ყა­როს ვი­ღებთ, სა­დაც მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი არა წე­სე­ბი, არა­მედ ძალა ხდე­ბა,

რა ბედი ელით მცი­რე ქვეყ­ნებს, ამ სა­კი­თხებ­ზე “კვი­რის პა­ლიტ­რა” პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­ას ესა­უბ­რა.

– ე.წ. წე­სებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი ნელ-ნელა იშ­ლე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ პრო­ცესს ხელს უწყობს თა­ვად მისი შემ­ქმნე­ლი – შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­მელ­მაც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნა ეს სის­ტე­მა და მსოფ­ლი­ოს მეტ-ნაკ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა შეს­ძი­ნა. დღეს იკ­ვე­თე­ბა ორი გზა: იქ­ნე­ბა ბი­პო­ლა­რუ­ლო­ბა, ანუ ჩი­ნე­თი­სა და -ის დო­მი­ნი­რე­ბა, თუ სის­ტე­მა უფრო მულ­ტი­პო­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა, სა­დაც ამ ორ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც იქ­ნე­ბი­ან, რო­გო­რი­ცაა რუ­სე­თი, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი და სხვა – წა­ი­კი­თხეთ ვრცლად