ბოლოს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა ტალახაძემ ბიზნესსაქმიანობით 680 000 დოლარი იშოვა

ბოლოს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა ტალახაძემ ბიზნესსაქმიანობით 680 000 დოლარი იშოვა | ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საკუთარ ანგარიშში წერს. ორგანიზაციამ ოცნების დეპუტატების ბიზნესსაქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს ბიზნესთან კავშირი;
🔴 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი;
🔴 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 301 გამარტივებული შესყიდვა;
🔴 იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი;
🔴 იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შედეგად მიიღეს 465 900 569 ლარი;
🔴 მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ლარი ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ლარი ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს ().
🔴 საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:
• ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
• ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
• ჭყონია გიორგი 4 373 744,02 ლარი
• ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
• ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
• ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
• ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).