განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია:
განათლების სისტემის საკვანძო თანამდებობაზე “ოცნების საქართველოში” იმ ხალხს ნიშნავენ, ვინც მინიმუმ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) უნდა იყოს განათლებით იურისტი
და
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე სხვა “ძალოვან” სტრუქტურაში უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება.
გამოცდების ცენტრის (NAEC) ახლადდანიშნული დირექტორი ორივე ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე პილიციის და იუსტიციის პოლკოვნიკია.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკია.
ჰოდა, განათლების სისტემასაც პოლიციური სახელმწიფოს ყაიდაზე რომ აწყობენ, სულ არ არის გასაკვირი.




