: პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ სრული სურათი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთის გავლენის შესახებ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპარლამენტარების მიმართ ევროკომისიის პრეზიდენტის წერილს ეხმიანება. ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებები მათი კომპეტენციაა, თუმცა მათ სრულად უნდა ჰქონდეთ მიწოდებული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მიღებულ კანონებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, არამედ იმ პასუხისმგებლობაზეც, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას და მის ლიდერებს ეკისრებათ.

ზურაბიშვილი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას რუსეთის როლზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობას ასახავს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ, ეს არის იმ ქვეყნების თუ იმ ორგანიზაციების გადასაწყვეტი. მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, რომ მე ვიყო როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვკარნახობდე ვინმეს ამ ქვეყანაზე რა ტიპის სანქციები უნდა განავრცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს მიტანილი მათთვის ბოლომდე, სრული სურათი იმის, თუ რა ხდება, რა დარღვევებია, რა კანონებია მიღებული. არა მხოლოდ დღევანდელი წარმომადგენლების, ივანიშვილით დაწყებული და მთელი რეჟიმის წარმომასგენლობის პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, არამედ ისიც, რომ აქ არის რუსეთის ხელი. უფრო მნიშვნელოვანია კიდევ რომ გაიგონ, რომ აქ არის რუსეთის ქმედება, რომელიც ხორციელდება რეჟიმის ამა თუ იმ წარომადგენლის, პირველ რიგში, ივანიშვილის და სხვების ხელით საქართველოზე მცდელობა, რომ საქართველო მოაქციონ რუსეთის გავლენის ქვეშ, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს. ურსულა ფონ დენ ლაიენი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილში პირდაპირ წერს, რომ ევროსტრუქტრებთან იმ პირების დასასანქცირებლად, ვინც საქართველოში ადამიანების მასობრივ წამებასა და ტერორში მონაწილეობდა, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.