სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
უბრალოდ გთხოვთ, ეს გაუგონარი უსამართლობაც არ გამოგვრჩეს…
ჭიათურელები თვეზე მეტი, პარლამენტის წინ პირამოკერილები ისხდენ, გვიშველეთ რამე, ულუკმაპუროდ ნუ დაგვტოვებთო,
პარლამენტარებს ეხვეწებოდნენ.
პირამოკერილები ისხდნენ ხალხო,
პროტესტის უკიდურესი ფორმაა
და
ერთი პარლამენტარიც კი არ ჩამოვიდა და არ შეხვდა, პირამოკერილ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხალხს..
ერთმა პარლამენტარმაც კი არ მოიცალა 2 წუთითაც კი,
ქართველები ხართ და რა გაგჭირვებიათო არავის უკითხავს.
ჭიათურელები ის ხალხია, არჩევნებზე რომ ადგა და 41-ს მისცა ხმა, იქნებდა გვიშველოს ბიძინამო.
აი რუსთაველის პროტესტის ხალხმა ხომ ზუსტად იცის, ბიძინა რომ რუსი ოლიგარქია,
ჭიათურელებს სჯეროდათ ისევ ბიძინა გვიშველისო.
რუსი ოლიგარქი და მმართველი მიუყვანეს ჭიათურაში სამართავად,
მიხეილ სოცკი,
სულითა და ეროვნებით რუსი,
იმპერიალისტი!
მისული არ იყო და მუშტი უბრახუნა ქართველებს, უბრახუნა და უყვირა.
ეს ისე დამამცირებელი იყო..
თან ვისგან,
დამპალი რუსი იმპერიალისტისგან.
სულ რომ ჩაგრავს ქართველს
და ბიძინამ ისევ თავზე რუსი რომ დაასვა ჭიათურელებს…
ამ ბიჭებიდან ზოგი მაშინ დაიჭირეს, ცოლი ორსული რომ იყო, ზოგს მცირეწლოვანი შვილი რომ ჰყავდა, რატომ დაიჭირეს ხომ გახსოვთ, ერთ-ერთი მაღაროს დირექტორი, ხალხის ზურგს უკან, რუს ხელმძღვანელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ჭიათურაში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია, უგზო-უკვლოდ გაბრაზდნენ, მივიდნენ და სცემეს ეს ზურგს უკან მოლაპარაკებების მწარმოებელი მოღალატე.
მოღალატე რომ სცემეს,
აი იმ ცემის გამო:
მერაბ სარალიძეს – 6 წელი და 3 თვე;
გიორგი ნეფარიძეს – 6 წელი და 3 თვე;
თენგიზ გველესიანს – 4 წელი და 3 თვე;
არჩილ ჭუმბურიძეს – 4 წელი და 3 თვე მიუსაჯეს.
შეგახსენებთ,
გურამ როგავას კისრის მალები რომ გადაუმტვრიეს ტიტუშკებმა,
მეორე დღეს, შსს-ს მაღალჩინოსანი აცხადებდა, არავის დაუტოვებია ქვეყანა, ვიცით კაცოო, ანუ უკვე იცოდნენ ვინ იყვნენ ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღემდე გარეთ არიან…
ჭიათურა მადანით მდიდარი მხარეა, ხალხი სიმდიდრეში უნდა ცხოვრობდეს ბედნიერად,
ამის სანაცვლოდ კი,
ისევ რუსი მდიდრდება,
ისევ რუსი დაასვეს თავზე,
ქართველები კი დაიჭირეს..
ეს არაა ბედნიერი, ან მოძველბიჭო, ან ყოყლოჩინა ბიჭების თვალები,
ნატანჯი ხალხის თვალებია ეს..
დაიტანჯა ხალხი ამდენი უსამართლობით..
ეს მართლა დამპალი რუსი იმპერია
და დამპალი ეროვნებით რუსი ქართველები!
საკუთარ სამშობლოში რუსს რომ აპარპაშებენ და ქართველს სჯიან!
6 წელი მოღალატეს ცემისთვის
და ჟურნალისტს კისრის მალას თუ გადაუმტვრევ, პრემია!
არავინ ამბობს ცემა გამართლებულიაო,
მართლზომიერი უნდა იყოს სასჯელი..
ორსული მეუღლე ჰყავდა რომ დაიჭირეს,
შვილი უნდა ჰყოლოდა და იბრძოდა გადარჩენისთვის..
უმამოდ დაიბადა ჭიათურაში პატარა ქართველი,
იმიტომ, რომ ბიძინამ სადაც ფული იშოვება,
რუსი დანიშნა დირექტორად!




