“სადიზმი – სხვისი ტანჯვით სიამოვნების მიღება.”
მეტი არაფერი იმ კაცს არ დაუწერია თავის რომანებში და მეტს არც არაფერს აკეთებდა რის გამოც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა და ბოლოს შერანტონით (ფსიქიატრიული საადავდმყოფო) დაამთავრა.
მარკიზ დე სადმა ადამიანის ყველაზე ბნელი ნაწილი იკვლია. დღეს გვაქვს გზამკვლევი, რაზეა ადამიანი წამსვლელი.
გუშინ, 19 იანვარს, სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ.
გაამოთ ადამიანების წამებით, (მხოლოდ მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილით არა) დედების, მამების, ძმების და დების, მეგობრების წამებით მიღებული სიამოვნება.
შეგერგოთ ის, რაც მარკიზ დე სადსაც კი არ უკადრებია.
თქვენს მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!” – წერს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში.
ყაველაშვილმა გუშინ 159 პატიმარი შეიწყალა. გუშინვე ციხეებთან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ახლობლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის ისინიც იყვნენ – მათ ღამე ციხეებთან გაათენეს.




