“ეს მოლოდინი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ადამიანების შეწყალებასთან, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით, ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ დანაშაულს და სწორად მოიქცნენ, ფუთავენ თავიანთი გამოგონილი ვითომდა პოლიტიკური მიზნებით, იმ დანაშაულს, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული დანაშაული, ამ ხალხს რატომ ჰქონდა შეწყალების იმედი არ მესმის და ჩემთვის გაუგებარია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია, არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშ, რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს გააჩნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვემხრობით იმას, რომ იყოს ჰუმანური დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი მსჯავრდებულის მიმართ, რომელმაც მოინანია, გააცნობიერა თავისი დანაშაული” – ამბობს ”ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი.
ყაველაშვილმა გუშინ 159 პატიმარი შეიწყალა. ამ დრომდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ მოხვდა შეწყალების აქტში, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, მათ შორის იყვნენ აქციებზე დაკავებულებიც.




