დეკემბერში საქართველომ 300 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია იყიდა, იმპორტი იყო თურქეთიდანაც

2025 წლის დეკემბერში საქართველომ ჯამში თითქმის 300 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. დეკემბერში იმპორტი განხორციელდა ყველა მეზობელი ქვეყნიდან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც კი.

ყველაზე მეტი ელექტროენერგია საქართველომ 171 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან მიიღო, 44 მლნ კვტ.სთ და 41 მლნ კვტ.სთ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან იმპორტირებული დენის მოცულობა 40.5 მლნ კვტ.სთ იყო. როგორც წესი, თურქეთიდან დენის იმპორტი თითქმის არ გვაქვს და პირიქით თურქეთი საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან თურქეთიდან იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში იყო.

ჯამში შარშან ქვეყანამ 1.5 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა, 2024 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი. აქედან 971 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან იმპორტი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილს ოკუპირებული აფხაზეთიც მოიხმარს, რომელიც დენს რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს.

იმპორტირებულ დენში ქვეყანამ ჯამში 48 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. 2024 წელს დენის ექსპორტში ჯამში 23.4 მლნ დოლარი იყო გადახდილი.