: დღეს ნათლისღებაა, უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. გილოცავთ ყველას, მათაც ვისაც ნაკლებად წამს!

დღეს ნათლისღებაა, უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში.
გილოცავთ ყველას, მათაც ვისაც ნაკლებად წამს!
თავად მე უცნაურად მოვინათლე და უკვე იმ ასაკში, რომ ნათლობა ნისლიან კადრებად მახსოვს, მგონი 3 წლის ვიყავი და ეს პროცესი დედამ დააჩქარა, რადგან რაჭაში ბებია გარდამეცვალა და გავრცელებული მოსაზრებით მის დაკრძალვაზე ჩემ წაყვანას მხოლოდ მონათვლის შემთხვევაში შეძლებდა.
ორნი მივედით ქაშუეთის ტაძარში, მაგრამ როგორც ჩანს დედას მეგობრებს, ვინც შემდგომ დასახელებით გახდნენ ჩემი ნათლიები არ ეცალათ ან საბჭოური სინამდვილის გათვალისწინებით თავი შეიკავეს ეკლესიაში მოსვლისგან. მღვდელმა კი მოითხოვა თუნდაც ერთი ნათლია გვყოლოდა ადგილზე, ჩვენ კი არავინ გვეგულებოდა. დედა ძალიან დასევდიანდა, მეც, უკან გამოვბრუნდით, ამ დროს ერთმა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტაძარში სანთლის დასანთებად იყო შემოსული და უნებურად მოისმინა მღვდელსა და დედას შორის დიალოგი გამოგვედევნა, შეგვაჩერა და დედას მიმართა: თუ თქვენთვის მისაღებია მე შემიძლია ვიყო თქვენი შვილის ნათლიაო. ასე მომნათლა სრულიად უცხო პიროვნებამ. ნათლობის შემდეგ გოგონამ გვითხრა, არ მინდა ჩემ წინაშე რაიმე სახის პასუხისმგებლობის ტვირთს გრძნობდეთო და აჩქარებული ნაბიჯებით გაუჩინარდა ტაძრიდანაც და ჩვენი ცხოვრებიდანაც… მე კი მისი კეთილი თვალები და სახის ნაკვთები ბუნდოვნად, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა…
ხოდა ვულოცავ მას სადღაც სადაც არის ნათლისღებას და მადლობას ვუთვლი იმ მადლიანი წუთებისათვის 1883 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩვენთან ერთად რომ გაატარა ქაშუეთში.
ასევე მთელი გულით ვულოცავ ჩემ ნათლულებს, რომელთა რაოდენობა უხვია, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ, როცა თავად მნათლავდნენ იმ უცხო გოგონამ დამანათლა ბევრი სიკეთე და წარმატებული მომავალი. დღეგრძელნი იყვნენ კარგი ადამიანები, ჯანმრთელნი, წარმატებულები და ღვთის ნაწყალობები.
დღესასწაულები რომ დგება უპირველესად უსამართლოდ ჩაგრულებზე ვიწყებ ფიქრს. ჩვენს გვერდით კი უამრავია ასეთი. განსაკუთრებით ვინც სასჯელს იხდის სამშობლოს სიყვარულისთვის და თავგანწირვისთვის. ამიტომ ყველაზე მეტად მათ მინდა ვუსურვო სიკეთე და თავისუფლება! ♥️
ფოტო გადაღებულია წმ. სამების ტაძარში, როცა თავად ვარ მეგობრების ქალიშვილის ნათლია