“ოცნება” დავოსის ფორუმის მიღმა: “იმისთვის, რომ მოსაწვევი გამოგიგზავნონ, აღიარებული უნდა იყო, გამარჯობას უნდა გეუბნებოდნენ”

“იმისთვის, რომ მოსაწვევი გამოგიგზავნონ, აღიარებული უნდა იყო და გამარჯობას უნდა გეუბნებოდნენ” – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძის არ მიწვევას გამოეხმაურა.

  • დღეს, რამდენიმე საათში დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოს გარეშე გაიხსნება.

თინა ხიდაშელის განცხადებით, დავოსში ბიზნესმენები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან და ახალ წამოწყებას ეყრება საფუძველი, თუმცა ქვეყანასთან, როგორც ამ წუთას საქართველოა “ქართული ოცნების” ხელში, ძალიან რთულია ვინმეს რაიმე გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლა ჰქონდეს.

ზოგადად ევროპაში, ევროპულ ქვეყნებში “ქართულ ოცნებას” არ ელოდებიან, მათი დიდი ნაწილი სანქცირბეულია, მათ პასპორტებს პრობლემა აქვს, დაწყებული აქედან, ანუ ლოჯისტიკური საკითხებიდან, გაგრძელებული იმით, რომ პოლიტიკური ფორმატები არ არსებობს. იმისთვის, რომ მოსაწვევი გამოგიგზავნონ, აღიარებული უნდა იყო და გამარჯობას უნდა გეუბნებოდნენ და მათ გამარჯობასაც არავინ არ ეუბნება, საერთაშორისო ასპარეზზე და რა თქმა უნდა, ასევე ზალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ არასტაბილურ, პოლიტიკურად მოულოდნელობებით სავსე ქვეყანასთან, როგორც ამ წუთას საქართველოა “ქართული ოცნების” ხელში, ძალიან რთულია ვინმეს რაიმე გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლა ჰქონდეს. 

ეს არის ერთგვარი ბიზნესი ხვდება მთავრობას ფორმატი, სადაც უამრავ ახალ წამოწყებას ეყრება ხოლმე საფუძველი, სადაც რეგიონალური პროექტების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.