პუტინის შემდეგ, ტრამპმა ღაზისთვის შექმნილი “მშვიდობის საბჭოს” წევრად ლუკაშენკოც მიიწვია

პუტინის შემდეგ, ტრამპმა ღაზისთვის შექმნილი “მშვიდობის საბჭოს” წევრად ლუკაშენკოც მიიწვია – ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, რუსლან ვარანკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ლუკაშენკომ წინადადება მიიღო:
„ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მშვიდობის საბჭოს საქმიანობაში და ვიმედოვნოთ, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს და უფლებამოსილებებს ინიციატივით შემოთავაზებული მანდატის მიღმა. ეს საშუალებას მისცემს მას აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის მოგვარების გლობალურ პროცესებში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი აქტიურად უჭერდა მხარს ბოლო წლებში“, – აღნიშნა ვარანკოვმა.
შეთავაზება პუტინმაც მიიღო. 16 იანვარს ტრამპმა გამოაცხადა მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ღაზას სექტორის რეკონსტრუქციას გაუწევს ზედამხედველობას. თეთრი სახლის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან -ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და -ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე რობერტ გაბრიელი. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის ქვეყნებს მილიარდ დოლარს მოსთხოვს