მედია: [13:00] ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია (ვიდეო)

ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია – ჯერჯერობით, კვლავ არავინ იცის, ვინ მოხვდება შესაწყალებელთა სიაში და იქნებიან თუ არა მათ შორის სინდისის პატიმრები.

რუსთავის და გლდანის ციხეებთან ჟურნალისტების პატიმრების ოჯახის წევრები დილიდან არიან შეკრებილები.

ხალხმრავლობაა ქალთა ციხესთან, სადაც სასჯელს მზია ამაღლობელი იხდის. ადგილზე უკანონო პატიმრობში მყოფილი ჟურნალისტის მეგობრები და კოლეგები იმყოიფებინ.

მათ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ არსებობს მცირე მოლოდინი იმის, რომ ამაღლობელის უკანონო აპტიმრობა სწორედ დღეს დასრულდეს.

განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მცირედი მოლოდინი იმის, რომ შესაძლოა დღეს დასრულდეს მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობა, მაქვს, ვართ აქ და ველოდებით, რომ შესაძლოა, ეს ასე მოხდეს. რთულია ჩემთვის იმის განჭვრეტა სიტუაციურად და პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს “ქართული ოცნებისთვის“, ან სურთ თუ არა, მე რაც ზუსტად, დაბეჯითებით ვიცი, მზია არის უკანონო პატიმრობაში და ის უნდა იყოს თავისუფალი. მე როგორც ვიცი, მზია მოლოდინები არ აქვს, ის ამაზე არ საუბრობს, -ამბობს ლიკა ზაკაშვილი.

არ ვიცი რას ველოდები, იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ მზიას გამოშვება შესაძლოა სწორედ “ოცნების“ ხელისუფლებისთვისვე იყოს პოლიტიკუარდ მიზანშეწონილი.

ჩვენ, სხვა კოლეგებთან ერთად ვდგავართ ციხის კარებთან და ველოდებით, მაგრამ არ ვიცი რას ველოდები, იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ, ვინაიდან, ვიცით, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია, პრეზიდენტები გამოსცემენ ხოლმე აქტს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ეს ყოფილიყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი მათთისვე, “ოცნების“ ხელისუფლებისთვისვე, რომ გამოეშვათ უკანონო პატიმარი, მზია ამაღლობელი, პირველი ქალი პატიმარი, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. სულ რომ დამნაშვე იყოს, ყველა პირობას აკმაყოფილებს, რომ ეს აქტი იყოს მისთვის გამოცემული. თუმცა, ცხადია, არავითარ შეწყალების მოთხოვნა თავად მზია არ განიხილავს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო, “ოცნების“ მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რითაც აჩვენებდა, რომ ადამიანობის მიღმა მაინც არაა გასული, – განაცხადა ვარდიაშვილმა. 

2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით დააპატიმრეს. იგი 11 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 იანვარს სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად განსაზღვრა. ადვოკატების შუამდგომლობები პატიმრობის შეცვლის შესახებ როგორც ბათუმის საქალაქო, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმეში გამოყენებული იყო გაყალბებული ოქმი. დაკავების შემდეგ ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა და 18 თებერვალს მკურნალთა დახმარებით კვება აღადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა… ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან”